2024-2025 წლისტვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწო და დღეს დასრულდა.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი.
მეორე ეტაპის რეგისტრაცია გაგრძელდება 25 ივნისს 12:00 დაიწყება და 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება 2 წელი.
ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.