სიახლეები

მთავარი

24 მაისი, 2024

26 მაისის ღონისძიებების ანონსი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფოსტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

13:00-19:00 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები: საპასპორტო კონტროლი, პოლიციის ფორმების ევოლუცია, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სტენდი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სტენდი;

13:00-19:00 საქართველოს ფოსტის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო და ფოტო სივრცეები;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, მხიარული სტარტები, სახელოსნოები, ქვიშის მოედანი, საბავშვო კინოთეატრი, კოსტიუმირებული ბუშტების შოუ, დრამების მსვლელობა, კალიგრაფიის გადაწერა და სამახსოვრო ბარათების დამზადება;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე;

13:00-15:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
გორის ქალთა კაპელა;

18:00-19:30 „დუეტი ჯორჯია“.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით