დღე : 9
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

01 მაისი, 2024

მეტი ქალი სატრანსპორტო სექტორში

"ვიდრე ავტობუსის მძღოლი გავხდებოდი,  უამრავი პროფესია გამოვიცვალე. მიყვარს მრავალფეროვნება. 

 

ვარ მუსიკოსი, ვუკრავ ფლეიტაზე,  ვიყავი მზარეული,  გიდი, ბაიკერი, და ბოლოს გავხდი ავტობუსის მძღოლი.   ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს პროფესია.

 

პატარა რომ  ვიყავი, ავტობუსის მძღოლობას დიდ პასუხისმგებლობსთან ვაკავშირებდი და ის მძღოლები, რომლებიც ავტობუსების საჭეს უსხდნენ, დიდი თანამდებობის პირები მეგონა.  

 

დიდი მანქანის მართვა ბავშვობიდან მომწონდა,  ეს იყო ჩემთვის საოცნებო პროფესია. 

 

EBRD -ის პროექტმა   შეასძლებლობა   მომცა სურვილი რეალურ მიზნად მექცია.

 

პროგრამის შესახებ შემთხვევით გავიგე.   ჩემს რეგიონში, გორში,  გამოცხადებული იყო გადამზადების კურსები ქალი ავტობუსის მძღოლებისთვის. 

 

სამწუხაროდ, ვერ მივუსწარი ამ პროგრამას და უჩემოდ  ჩაიარა. მაგრამ  ჩემდა სასიხარულოდ,  იგივე პროგრამა  თბილისშიც გამოცხადდა, სადაც სასაწრაფოდ გავაგზავნე განაცხადი. 

 

დამირეკეს, გავიარე ორეტაპიანი შესარჩევი ტური,  გადავმზადდით პროფესიონალებთან და  მივიღე  D კატეგორიის მართვის მოწმობა.  შემდეგ  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გავიარე პრაქტიკა და გადავწყვიტე   ჩემს ქალაქში დავბრუნებულიყავი.  

 

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში სიხარულით მიმიღეს. აქ რამდენიმე დღიანი გამოსაცდელი პერიოდი გავიარე , რადგან განსხვავებულ ავტობუსზე მომიწევდა მუშაობა.

 

გამოსაცდელი ვადის  წარმატებით გავლის შემდეგ სააგენტოს სრულუფლებიანი  თანამშრომელი გავხდი. ბონუსად  კოლეგების, ოჯახის წევრების,  მგზავრების დნობა და სიყვარული  მივიღე. 

 

თავიდან, როცა  რამდენიმე ახლობელმა და მეგობარმა გაიგო, რომ ვაპირებდი გორის სატრანსპორტო სააგენტოში მისვლას,  ზოგი ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს გადაწყვეტილებას და ფიქრობდა,  რომ გამიჭირდებოდა ამდენ კაცთან ერთად მუშაობა,  თან მანამდე არავინ ყოფილა ქალი ავტობუსის მძღოლი.  

 

ამჟამად გორის სატრანსპორტო სააგენტოს ორი ტიპის სატრანსპორტო საშუალება ემსახურება.

 

ამ ეტაპზე მე  8 მეტრიან ავტობუსს ვმართავ,  და მაქვს მიზანი, სამომავლოდ   12 მეტრიანი ავტობუსი ვმართო.  მინდა გავიზარდო ჩემს პროფესიაში.   

 

კაც კოლეგებთან  მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,  ყველა  ზრუნავს ჩემზე, თუ რამე მჭირდება,  თუ შეკითხვა მაქვს,  ყველა მზადაა  დახმარებისთვის.  

 

პროექტმა ახალი მეგობრებიც შემძინა,  დავმეგობრდი პროექტის მონაწილე  სხვა ქალ  მძღოლებთანაც,  რომლებიც ახლა სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ.  მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს ყოველდღიურად ვუზიარებთ  გამოცდილებას. 

 

ოჯახი,  თავიდან დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ჩემს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არც ძალიან გაკვირვებიათ, იციანრომ ცხოვრებაში მრავალფეროვნება მიყვარს. ახლა  ჩემი  ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია.

 

ვფიქრობ, ამ პროფესიაში ქალიც ისევე შეიძლება იყოს წარმატებული, როგორც კაცი.  მინდა  მაგალითი ვიყო იმ ქალებისთვის, რომლებსაც  ავტობუსის მძღოლობა და ახალი პროფესიის შეძენა სურთ.

 

ყველა ქალს, და ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს, ვურჩევდი,  რომ არ თქვან უარი ბავშვობის ოცნებებზე, მიზნების მისაღწევად   ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენონ.

 

ერთად ცვილებებისთვის,  მეტი ქალი სატრანსპორტო სექტორში!" - თეონა თვაური, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს მძღოლი.  

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით