დღე : 9
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

04 აპრილი, 2024

გორში ახალი „სტრიტარტი“ იქმნება

გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე კორპუსის ფასადზე ორი ახალი მონუმენტური "სტრიტარტი" იქმნება.
 
„ქუჩის ხელოვნება“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრებით სტალინის გამზირზე #2/ა - ში არსებული კორპუსის ფასადის ნაწილი (500 კვადრატული მეტრი) დაიტვირთება.
 
კორპუსის სამხრეთ ფასადზე განთავსდება „ქართული სუფრა“. ნახატზე გამოყენებული იქნება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტები, რაც ტრადიციული ხელოვნების მეტი პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
 
ჩრდილოეთ ფასადზე დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა.
 
ინიციატივის მიზანია ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნა.
 
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.
 
"სტრიტარტი" "გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" საავტორო პროექტია.  
 
 

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით