სიახლეები

მთავარი

03 აპრილი, 2024

გორის მერმა მსოფლიო ჩემპიონს 50 წლის იუბილე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს სამბოში - სოსო ახალბედაშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა.
 
სოსო ახალბედაშვილი გორის საჭიდაო დარბაზის წარმომადგენელია. ის 90 - იან წლებში სამბოში ასპარეზობდა ცნობილი მწვრთნელის გივი ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით.
 
მან ჯერ საქართველოს მასშტაბით შეძლო წარმატებების მოპოვება და ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ნაკრებში, რის შემდეგაც საერთაშორისო არენაზეც გამოიჩინა თავი.
 
ამჟამად, ახალბედაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მწვრთნელის რანგში თავის გამოცდილებას პატარა სპორტსმენებს უზიარებს.
 
სოსო ახალბედაშვილი არის მსოფლიოს ჩემპიონი (1997) და ორგზის პრიზიორი, აგრეთვე ევროპის ჩემპიონი (1998) და სამგზის პრიზიორი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით