სიახლეები

მთავარი

27 მარტი, 2024

გორს ჩეხეთის ელჩი სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მისი მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ჩეხეთის საელჩოში იანა ზელინგეროვა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა პერსპექტივები განიხილეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩეხეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში არსებული საინვესტიციო, გარემო გააცნეს.
 
ელჩმა კუბერანტმა გამოთქვა თანამშრომლობის მზაობა. მხარეების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების საკითხებიც განიხილეს. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
 
გასულ წელს შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომლის განვითარებაშიც ჩეხეთის მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით