სიახლეები

მთავარი

21 მარტი, 2024

გორმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო.
 
პირველად, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საჯარო და კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ.
 
პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში უკვე გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე „Civil Participation in Decision Making Toolkit"- ზე დაყრდნობით შეფასდნენ და შეირჩნენ.
 
მუნიციპალიტეტს დოკუმენტის შექმნის პროცესში მენტორობას USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ექსპერტები გაუწევენ.
 
განვითარების დოკუმენტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიან გეგმას, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების კვლევაზე, გამოწვევების გაცნობიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე იქნება დაყრდნობილი.
დოკუმენტში თავმოყრილი და გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ყველა სამუშაო დოკუმენტი.
სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N264 განკარგულების „მუნიციპალიტეტის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ N2 პუნქტის შესაბამისად ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით