სიახლეები

მთავარი

19 მარტი, 2024

ინტეგრირებული პროექტი გორის მერიის თანადაფინანსებით

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული ინტეგრირებული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა ბოულინგის ჩემპიონატით გაიხსნა.
 
ღონისძიებაში გორელებთან ერთად მონაწილეობდენენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები.
 
აქტივობა მოეწყო „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში წლებია თანამშრომლობს.
 
პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები იმართება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
 
პროექტის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“. მისი მხარდაჭერები არიან „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით