სიახლეები

სიახლეები

27 აპრილი, 2018

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური

"გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური" გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია. სამსახური დადგენილი უფლება-მოვალეობებით უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სარწყავი წყლის ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების გამართულ მუშაობას, საავარიო სამსახურის ფუნქციონირებისათვის ადგილზე ორგანიზების გაწევას, წყალარინების, სარწყავი სისტემების ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების დაზიანებების ლიკვიდაციას, მოპოვებული წყლის რეგულარული ლაბორატორიულ  კონტროლს და პასუხისმგებელობას მის ხარისხზე, წყალმომარაგების სისტემებში დაზიანებების ლიკვიდაციას, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქი გორისა) წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილების და სატუმბო სადგურებისმომსახურება. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე(გარდა ქალაქი გორისა) სასმელი წყლების სისტემების, წყალარინების, სარწყავი სისტემების ჭაბურღილების და სატუმბო სადგურებისმომსახურებას და ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის მოვლა პატრონობას.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

Ø ადმინისტრაციული განყოფილება

Ø საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება

Ø წყალარინების, სარწყავი სისტემების ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების განყოფილება

Ø სასმელი წყლის სისტემების მომსახურების განყოფილება

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გორი, სტალინის ქ. N 16

ს/კ: 418465315

დირექტორი: ბონდო მარუაშვილი

მობ: (+995) 595 11 51 88

E-mail: tsyaligori@gmail.com 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით