გორის მერის მოადგილემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველ ქალ მძღოლს 8 მარტი მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველ ქალ მძღოლს 8 მარტი მიულოცა.
თამაზ შიოშვილმა თეონა თვაურს ყვავილების თაიგული და მისალოცი ბარათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გასდასცა.
მერის მოდგილემ ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე მგზავრ ქალბატონებსაც მიულოცა და თაგიულები გადასცა.
თეონა თვაური 2023 წლის 8 დეკემბრიდან ემსახურება მგზავრებს.
ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც გორელი მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებაზე ზრუნავს.