სიახლეები

მთავარი

08 თებერვალი, 2024

გორის მერი ზარდიაანთკარში მოსახლეობას შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება.

სოფლებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზარდიაანთკარში გასულ წელს დაიწყო.

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია. პროექტის შედეგად ადგილობრივები რეაბილიტირებულ, გაუმჯობესებულ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.

ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით