სიახლეები

მთავარი

06 თებერვალი, 2024

გზების გაწმენდითი სამუშაოები

გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ცენტრალურ გზებზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ქალაქში უამინდობის შედეგად წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დილიდან დაწყებულია დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენაც.

გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

მობილიზებულია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურებიც.

უხვმა ნალექმა გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის სადენები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით