გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
25 ნოემბერი, 2023
28 ნოემბერი, 12:00 საათი
გორი, თეატრის სკვერი
გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, შესაძლებელია ნივთების ელექტრონულად შეძენაც მაღაზია www.Re-market.ge _ზე.
https://www.facebook.com/profile.php?id=100083232553746&mibextid=LQQJ4d
გაყიდვების შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ.
გამოფენა - გაყიდვას „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მართავს.
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე.