დღე : 28
ღამე : 12
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

13 ოქტომბერი, 2023

გორს ლიეტუვასა და პოლონეთის დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2023“ და "ღვინის ფესტივალს" გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და უთენის (ლიეტუვა) წარმომადგენლები დაესწრნენ.
დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ოჟიშის მერი ზბიგნევ ვლოდკოვსკი და უთენის ვიცე-მერი დაივა პეციონე.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ოჟიშის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პოლონეთის წარმატებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.

პროექტის ფარგლებში გორში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ექსპერტები.

საქმიან ვიზიტთან ერთად ოჟიშისა და უთენის დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს ,,ღვინის დღისა“ და ,,გორის დღე 2023-ის“ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორულ ცეკვებს. სტუმრები ნუგზარ სხირელის საერთაშორისო ტურნირს ,,Skhireli Cup” -ის საზეიმო გახსნასაც დაესწრნენ.

გარდა ამისა, ოჟიშისა და უთენის დელეგაციის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გასაცნობად დაათვალიერეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის სიონი, გორის ციხე და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს გორის ბაგა-ბაღები, ადგილობრივი ოსტატის გივი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი და გორის გოგონათა გუნდის რეპეტიციასაც დაესწრნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
25 აპრილი, 2024
ტანას ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების კონცეფციის საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა გაიმართება 12 ივნისს, 12 საათზე 

სოფელ ბოშურში , სასტუმრო სოლო გრანდში 

გაიგე მეტი
მთავარი
18 აპრილი, 2024
გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

გაიგე მეტი
მთავარი
12 აპრილი, 2024
შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით