სიახლეები

მთავარი

13 ოქტომბერი, 2023

გორში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

გორში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური ყოველდღიურად სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს.
 
მიმდინარეობს მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, გაზონების გათიბვა-გასუფთავება, ჩამოცვენილი ფოთლების გატანა, მრავლწლიანი ნარგავების გადაბელვა.
 
გარდა ამ სამუშაოებისა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და ქუჩის განათების მოწყობის პარარელურად ხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე - მცენარე.
 
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გალამაზებასა და გამწვანებაზე!
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით