სიახლეები

მთავარი

21 ივლისი, 2023

2023 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“

ლიტერატურულ კონკურს ,,მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს სოსო მეშველიანს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

„მაჩაბელის“ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდა.

2023 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“ გადაეცათ:

საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული - სოსო მეშველიანი, პოეტური კრებულისთვის ,,მწერი ქარვაში“.


საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - დათია ბადალაშვილი, მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“.

საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი: ხათუნა ცხადაძე - იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“.

მაია ბადრიძე - კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“.

საუკეთესო პიესა - ბესო ხვედელიძე დრამატურგიული ნაწარმოებისთვის ,,ხიდჩატეხილობა“.

ჟიურის რჩეულის პრემია გადაეცა პოეტ მანანა ჩიტიშვილს.

კონკურსის ლაურეატების დასახელება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.
ხელოვნების კონკურსი „მაჩაბელი“ 18 ივლისს საზეიმოდ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და 20 ივლისს არბოში დასრულდა.

კონკურსი ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.

პროექტს ახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით.

კონკურსის მიზანია საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ახალი ავტორებისა და ლიტერატურული კერების აღმოჩენა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით