სიახლეები

მთავარი

14 ივლისი, 2023

გორში სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში

გორში სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში.

ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, შეჯიბრება "შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023" -ის ფარგლებში ტარდება.

გორის მუნიციპალიტეტის პირველობაში 36 გუნდი იღებს მონაწილეობას.

გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული გუნდი 2000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი კი 1000 ლარს მიიღებს.

გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ტურნირის შესახებ დეტალები: https://www.facebook.com/FCGorisGori

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით