სიახლეები

მთავარი

13 ივლისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტებასთან ერთად ეზოებში საჭიროებიდან გამომდინარე იცვლება კომუნიკაციებიც (სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები).

ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% - ით აფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წამოსულმა მოთხოვნამ განაპირობა.

პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტების დაზიანების ხარისხს.

ეზოების რეაბილიტაცია გორში მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად განხორციელდება

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით