სიახლეები

მთავარი

06 ივლისი, 2023

პიკნიკის მოყვარულებს ე.წ. "კაკლებში" ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა გელით

პიკნიკის მოყვარულებს ე.წ. „კაკლებში“ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა გელით.

დასასვენებელ სივრცეში მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატურები და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.

საპიკნიკე სივრცემდე მისასვლელ ბილიკზე დამონტაჟებულია მიმართულების მანიშნებელი აბრები, რომლებიც დაგეხმარებათ სწორ ორიენტაციაში.

"კაკლებში" ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.

გორის მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ დააზიანოთ ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით