ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 05 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მიმდინარე წელს ტანას ხეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14 - დან 19 წლამდე ასაკის (18 წლის ჩათვლით) 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.
პროექტი ასოციაცია "ტონთიოს" ორგანიზებით ხორციელდება.