სიახლეები

მთავარი

01 ივლისი, 2023

გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
 
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთ ფუძემდებელის, ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის ბარელიეფი მისივე სახელობის დარბაზის ფასადზე განთავსდა.
 
ბარელიეფის გახსნის შემდეგ, კულტურის ცენტრში გურამ პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები, სპორტსმენები, ქართული სპორტის გამორჩეული მოღვაწის მეგობრები და ოჯახის წევრები.
 
ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავს მიეძღვნა, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით