სიახლეები

მთავარი

28 ივნისი, 2023

ფლავისმანში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ფლავისმანში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ბილიკები დეკორატიული ფილებით (მათ შორის ფერადი ფილებით), ლამპიონები, სკამები, სანაგვე ურნები, საბავშვო სივრცეში კაუჩუკის ფილები და ატრაქციონები.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ - ის ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოების ღირებულება 99 924 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 30 -ზე მეტი პროექტი ხორციელდება.

ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით