უფლისციხეში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა, "სამოქალაქო ბიუჯეტი 2023" - ის ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 120 997 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
მიმდინარე წელს "სამოქალაქო ბიუჯეტი" - ის ფარგლებში კიდევ 30 -ზე მეტი პროექტი ხორციელდება.
ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
"სამოქალაქო ბიუჯეტი" - ის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.