სიახლეები

მთავარი

21 ივნისი, 2023

მეჯვრისხევში ამბულატორიის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მეჯვრისხევში ამბულატორიის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელში ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულების გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, შიდა ინტერიერი, მოეწყო პანდუსი და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ამბულატორია აღიჭურვა ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით.

სამედიცინო დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას 6000-ზე მეტ პაციენტს გაუწევს.

სამუშაოები ევროკავშირმა EU4Dialogue პროექტის ფარგლებში დააფინანსა.

პროექტი „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის თანამშრომლობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით