სიახლეები

მთავარი

21 ივნისი, 2023

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

ძვირფასო მშობლებო!

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ქალაქ გორში იფუნქციონირებს ერთი საზაფხულო ბაღი, გორის მე-3 საჯარო ბაღი (გიორგი ანწუხელიძის ქუჩა)

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, ჩვენს ვებგვერდზე www.gorikids.ge

რეგისტრაციის პერიოდი: 10-25 ივლისი.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღის აღსაზრდელი, მშობელი მხოლოდ დაბადების მოწმობას წარადგენს სააგენტოში (სტალინის 16).

თუ ბავშვი არ არის ჩარიცხული საჯარო ბაღში, საჭიროა წარადგინოთ:


• ამონაწერი იუსტიციის სახლიდან რეგისტრაციის თაობაზე;
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
• ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
• ორი ფოტოსურათი (3X4);
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

საბუთების წარდგენის ვადები: 26-29 ივლისი.

თუ ამ პერიოდში არ იქნება საბუთები წარმოდგენილი, ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება საზაფხულო ბაღიდან.

საზაფხულო ბაღის მუშაობის პერიოდი: 1 აგვისტო-6 სექტემბერი 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით