სიახლეები

მთავარი

19 ივნისი, 2023

გორის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა

16 ივნისს,   გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა.
 
დღის წესრიგის მიხედვით, საბჭომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა უკუკავშირი იმ გაცემულ რეკომენდაციებზე, რაც საბჭოს ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში იქნა წარდგენილი.
 
ძირითადი რეკომენდაციები ეხება გორის მიწათსარგებლობის გენ გეგმას, ახალბაღის რეაბილიტაციას და მუნიციპალურ ტრასპორტთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
ასევე აღსანიშნავია,რომ საბჭოს მიერ წარდგენილი გარკვეული რეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს და ხდება მათი გათვალისწინება. ეს ეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას და ასევე მერიის ვებ გვერდის გამართულობას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
 
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ და განიხილეს საორგანიზაციო დეტალები.
 
წარდგენა გაიმართება სექტემბერში და მასზე დასწრება და საბჭოს საქმიოანობის დეტალური გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
 
სხდომის დამატებითი დეტალები წარმოდგენილი იქნება ოქმის სახით.
 
შეგახსენებთ, საბჭოს საქმიანობა და სხდომები ღიაა ნებისმიერი მოქალაქესთვის.
 
მოგვწერეთ თქვენი ინიციატივების შესახებ
 
gorismerismrchevltasabcho@gmail.com

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით