სიახლეები

მთავარი

12 ივნისი, 2023

გორელმა პარასპორტსმენებმა კაჭრეთში გამართულ ჩემპიონატზე გამარჯვება სპორტის ორ სახეობაში მოიპოვეს

გორელმა პარასპორტსმენებმა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში კაჭრეთში გამართულ ჩემპიონატზე გამარჯვება ორ სპორტის სახეობაში მოიპოვეს.

ჩემპიონატის გორელმა მონაწილეებმა ბოულინგში ჯგუფური, ხოლო მინი გოლფში ინდივიდუალურ წარმატებას მიაღწიეს.

ღონისძიებაში, რომელსაც კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა, საქართველოს რეგიონებიდან 30 - მდე შშმ პირი იყო ჩართული. მათ სპორტის ისეთ ელიტურ სახეობებში ისაპარეზეს, როგორიცაა - მიზანში სროლა, ცხენოსნობა, მინი გოლფი, ბოულინგი და ცურვა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დისციპლინებში.

პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.

ღონისძიება, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა, „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პარასპორტსმენების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.

პროექტიის მხარდამჭრი და სპონსორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით