სიახლეები

მთავარი

08 ივნისი, 2023

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარია.

უკვე დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

სპორტულ მოედანზე მოეწყო როგორც ფეხბურთის კარები, ასევე კალათბურთის ფარები. შედეგად, ადგილობრივ მოზარდებს საშუალება აქვთ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული ცხოვრებით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, არბოს სტადიონიც დაათვალიერა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნითა და მოსახლეობის მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით