სიახლეები

მთავარი

07 ივნისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი დააკმაყოფილა

ახალი საცხოვრებლით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდება.

მერეთსა და კარალეთში ხის კოტეჯები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.

გორგიშელებისა და შავშიშვილების ოჯახებში იმყოფებოდნენ ასევე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

არჩილ შავშიშვილის ხუთსულიანი ოჯახი, წლების განმავლობაში ქირით, გორგიშელები კი ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. სულ მალე ისინი ხის კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელებენ ცხოვრებას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი დააკმაყოფილა.

უსახლკარო ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით