სიახლეები

მთავარი

31 მაისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, გორისციხის მიმდებარედ, ახალგაზრდული კაფე "სფეისი" გაიხსნა

ახალგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, გორისციხის მიმდებარედ, სიმონ I - ის ქუჩის #1-ში ახალგაზრდული კაფე "სფეისი" გაიხსნა.

სოციალური კაფე ა(ა)იპ ახალგზარდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ დააფუძნა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კაფე - ახალგაზრდული ცენტრი აღჭურვილია ახალგაზრდული სივრცისთვის დამახასიათებელი ინვენტარით და ბიბლიოთეკით, რითაც ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ სარგებლობა.

კაფე ,,სფეისი“ კვების გარდა ახალგაზრდებს გასართობ და შემეცნებით სერვისებს და სტაჟირება-დასაქმების შესაძლებლობასაც შესთავაზებს - მოეწყობა სხვადასხვა სახის შეხვედრები, ტრენინგები, კულტურული თუ შემეცნებითი აქტივობები. ახალგაზრდებს შეეძლებათ დაისვენონ, წაიკითხონ წიგნი, ითამაშონ სამაგიდო თამაშები და დრო ნაყოფიერად გაატარონ.

კაფე ,,სფეისი“ სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქციებით პირველია გორში, რომელიც მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით შეიქმნა და რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საინტერესო სივრცის შექმნას, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სტრატეგიის მხარდაჭერას.

შენობა, რომელშიც ახალგაზრდული კაფე განთავსდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში აშენდა, ხოლო ახალგაზრდული სოციალური კაფის იდეა მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამით დაფინანსდა.

ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, მომავალში გორში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკაც გაიხსნება, ხოლო კაფე ,,სფეისთან მოეწყობა სუვენირების მაღაზიაც, რაც შენობას ტურისტებისთვისაც მიმზიდველ ობიექტად აქცევს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით