სიახლეები

მთავარი

11 მაისი, 2023

გორში, ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

გორში, ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიების გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთაველის ქუჩაზე, ერეკლეს აბანოს შენობაში გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლეს ოჯახის წევრების პირადი ნივთები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო, ასევე, სკოლების კუთხეები თემით - „ერეკლე და ძველი გორი“, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხელოვანები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც.

აქტივობა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით