სიახლეები

მთავარი

08 მაისი, 2023

გამწვანების აქცია გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილება.

ღონისძიება, რომელშიც ადგილობრი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გორის საკალათბურთო გუნდის „ივერიონისა“ და საფეხბურთო გუნდის გორის „გორის“ წევრებიც ჩაერთნენ, გოგებაშვილის ქუჩაზე მოეწყო.

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა.

გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები ლომჭაბუკის სკვერში, ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაირგო.

ქალაქის მასშტაბით ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიისა და ტუიის 500 - მდე ნერგი დაირგო. გარდა ტუიისა, ყველა ჯიშის მცენარის ნერგები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშულებით შეიძინა. ტუიის ძირები გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და “პეპსიკომ” აჩუქეს.

გამწვანებით სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით