
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

01 მაისი, 2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, გორში 22-27 მაისს, ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა ცხადდება.
პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობით და ნივთების ინტერნეტის (IoT), ხელოვნური ინტელექტის (AI), eCommerce, WEB და Mobile დეველოპმენტით.
სემინარებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.