სიახლეები

მთავარი

28 აპრილი, 2023

ივერიონი სუპერლიგაშია

გორის საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი“ საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს.
 
სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად „ივერიონი“ თბილისის „ტიტებს“ ხვდებოდა.
 
სერიაში, რომელიც სამ მოგებულ მატჩამდე გრძელდებოდა გორელებმა 3:1 მოიგეს.
მესამე გადამწყვეტი მატჩი, გორის სპორტის სასახლეში გუშინ გაიმართა და „ივერიონმა“ მეტოქე 92:66 დაამარცხა.
 
გორის ,,ივერიონი“ მხოლოდ ორი წელია რაც შეიქმნა. გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ - ა ლიგაში იასპარეზა. ახლა კი, საქართველოს მთავარ საკალათბურთო ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
 
„ივერიონი - გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა.
 
გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად ფუნქციონირებს კალათბურთის საბავშვო აკადემიაც.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით