სიახლეები

მთავარი

21 აპრილი, 2023

გორი Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

გორი Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.
 
ღონისძიება, რომელზეც დასწრება თავისუფალია, რაგბის სტადიონზე მიმდინარეობს.
 
ფესტივალის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.
 
ღონისძიებაში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას.
 
ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე კლუბი „ბარბაროსები“, რომელიც 2011 წელს დაბადებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, 22 აპრილს "მონაკოს პრინცესას" საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
 
ფესტივალის გენერალური სპონსორია Toyota Caucasus, გენერალური პარტნიორია Georgian Rugby, მხარდამჭერი კი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი.
ღონისძიება აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით