სიახლეები

მთავარი

10 აპრილი, 2023

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით

გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
 
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზაცია „ჰელვიტასის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
შეხვედრის მიზანი იყო არაფორმალურ გარემოში გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება.
 
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება მიზნად ისახავს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ეს არის მონაწილეობითი პროცესი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.
 
პროცესი მოიაზრებს ასევე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით