სიახლეები

მთავარი

06 აპრილი, 2023

მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება

გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.
 
პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე. კედლის სიგრძე მთლიანობაში 214 მეტრი იქნება. ნაპირსამაგრ კედელზე მოეწყობა მოაჯირებიც.
 
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.
 
ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს.
საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობაც.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით