სიახლეები

მთავარი

04 აპრილი, 2023

გორელი მხატვარი, ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსი კახა თოფჩიშვილი

წარმატებული გორელი მხატვარი, ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსი კახა თოფჩიშვილი, რომლის ნამუშევრები ზიმერლისა (აშშ) და ჰარვარდის მუზეუმების საგამოფენო სივრცეებს ამშვენებს, დღეს გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლას ხელმძღვანელობს.

გორელი ხელოვანის შემოქმედება უცხოელ კოლექციონერებში უდიდეს დაინტერესებას იწვევს. მხატვრის ნამუშევრების ნაწილი ხელოვნების სასახლეში ინახება, ნაწილი კი დაცულია საქართველოს კულტურის ისტორიის მუზეუმში.

1993 წელს, მხატვარი ჯერ კიდევ მე-3 კურსის სტუდენტი იყო, რომში, ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ხატვის პედაგოგად რომ მიიწვიეს.

კახა თოფჩიშვილის ნამუშევრები დატანილია 10 სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ მონეტაზე. მათ შორის 6 უკვე გამოცემულია.
,,მედეა და ოქროს საწმისი” მხატვრის პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც უმაღლესი ხარისხის ვერცხლის ლიმიტირებულ ორდოლარიან მონეტაზე აღიბეჭდა. ექსპონატის ცალ მხარეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორეა გამოსახული და მეორე მხარეს კოლხი მედეა.

საუცხოო, საკოლექციო მონეტა გაერთიანებული სამეფოს დაკვეთით დაამზადა ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანამ. სვაროვსკის ქვებით მოოჭვილი და მოოქროვილი თითოეული ეგზემპლარი 60 გრამზე მეტს იწონის.

ხელოვანი სამეცნიერო ნაშრომის „ქართული ფერწერის თავისებურებანი“ ავტორიცაა.

ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, კახა თოფჩიშვილის სტილი სრულიად განსხვავებული და განუმეორებელია. ის ყველა სხვა თანამედროვე მხატვრისგან განსხვავებით ერთადერთია, რომელიც თანამედროვე სტილთან ერთად, მე-19 საუკუნეში დამკვიდრებული კლასიკური ილუსტრაციული სტილითაც შეუდარებლად ხატავს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით