სიახლეები

მთავარი

28 მარტი, 2023

ახალგაზრდული პროექტი „დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა.
 
გამარჯვებული წყვილი მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში, ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
„დებატების ჩემპიონატში“ 60- მდე 14 - დან 25 წლამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
 
პროექტი მიზანად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და დებატის კულტურაში დახელოვნებას.
„დებატების ჩემპიონატი“ ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით