სიახლეები

მთავარი

21 მარტი, 2023

2023 წლის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა.
 
დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას - 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ასევე უფინანსდებათ სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურება, კვლევები, სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურსები და მედიკამენტები.
 
გარდა ამისა, მერია თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო - სარეაბილიტაციო მომსახურებას.
 
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მსოფლიო გზავნილების შესაბამისად წელს მეთორმეტედ აღინიშნება.
2023 წლის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით