სიახლეები

მთავარი

20 მარტი, 2023

შემოგვიერთდით!

გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნება.
 
აქტივობები 22 მარტს მუნიციპალიტეტის მასშტაბით (ქალაქი გორი და ადმინისტრაციული ერთეულები) მდინარეების ნაპირებთან და წყლის სხვა ობიექტებთან გაიმართება.
ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელებული კამპანიიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში იმართება.
 
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. საქართველოში სულ 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია.
 
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ წელს 22 მარტს აღინიშნება.
დაგვიკავშირდით - 599 85 17 88;

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით