21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გორის მუნიციპალიტეტის მერია გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და Embassy of Sweden in Tbilisi მხარდაჭერით გიწვევთ გამოფენის “ჩვენ - 30 ამბავი” გახსნაზე.
ღონისძიება იმართება პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც “გლადა ჰუდიკ თეატრი” Glada Hudik-teatern ახორციელებს საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” Svenska Institutet მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.