პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია იყო განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად სექტორთა შორის თანამშრომლობა. შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე არსებული გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად.
პროექტს „ისწავლე დასაქმებისთვის!“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.