სიახლეები

მთავარი

13 მარტი, 2023

„საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
 
ამჯერად, ტრენინგი შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა, რომელიც გახსნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
 
ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ გორის,ხაშურის,კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
 
პროექტის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.
შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით