სიახლეები

მთავარი

11 მარტი, 2023

გორში ახლადრეაბილიტირებული სპორტული სივრცე გახსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელბთან ერთად, ახლადრეაბილიტირებული სპორტული სივრცე გახსნა.
 
შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტულ დარბაზებში გორელი მოზარდები კიკბოქსინგს, მკლავჭიდსა და კრივს შეისწავლიან.
ღონისძიებას სპორტსმენები, მწვრთნელები და ის გორელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ სპორტის სახეობებს ეუფლებიან.
 
ახლადრეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.
 
დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა.
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით