ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის წარდგენა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.
გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
პროგრამა, რომლის მიზანიც ტრანსპორტის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვის უზრუნველყოფაა, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, ფოთსა და გორში ხორციელდება.
პროგრამა ოთხ კომპონენტს მოიცავს: საბაზისო საჭიროებების შეფასება, პროექტის პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება, შესაძლებლობების განვითარება და განხორციელებაში ხელშეწყობა.
პროგრამა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.