სიახლეები

სიახლეები

17 აპრილი, 2018

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

Ø ჯანდაცვის განყოფილება

Ø სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება

სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე; პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

სამსახურის დებულება იხილეთ მითითებულ ელ-მისამართზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3849603

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით