სიახლეები

მთავარი

07 მარტი, 2023

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “LED”-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტ “LED” - ის გუნდის ლიდერს საქართველოში მაიკლ ჰაინსს შეხვდა.

შეხვედრა “LED” (ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება) პროექტთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალისა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის წარმომადგენლები გვანცა ირემაშვილი და ნინო მარკოზაშვილი, მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის წარმომადგენლებს და თანამშრომლობას დაჰპირდა.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ მიზანია მუნიციპალიტეტში უფრო კონკურენტუნარიანი და ინოვაციური გარემოს შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება.

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სხვადასხვა მეთოდებით მოხდება ადგილზე საჭიროებების შესწავლა და შემდგომ ამ საჭიროებებზე მუშაობა.

"LED" პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო, საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული ორგანიზაცია „HELVETAS“, გერმანულ საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „WINS“ -თან პარტნიორობით.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით