სიახლეები

მთავარი

07 მარტი, 2023

კიდევ ერთი სოციალური პროექტი მერიის დაფინანსებით

გორის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში პროექტი ხორციელდება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რთული ქცევის მოზარდებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერასა და რეაბილიტაციას სთავაზობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პროექტი სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე გააცნეს. პრეზენტაციას სამთავრობო და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ინიციატივა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, საჭირო სერვისების დანერგვასა და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ინიციატივა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო - სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველად ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით