სიახლეები

მთავარი

06 მარტი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია "გოპა საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია "გოპა საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, მერთან ერთად ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ორგანიზაციის სათემო კოორდინატორებმა - ავთანდილ მჭედლიძემ და დავით დოლიძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტი გააცნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში არსებული დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით.

პროექტის მიზანია, ტანასა და თეძამის ხეობებში, უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა - განვითარების პირობებში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროს შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი მთელი საქარველოს მასშტაბით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა.

ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი კი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა.

კანონპროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეიმუშავა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით